izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
15 ნოემბერი, 2018
თერჯოლის სკოლის მოსწავლეები თვის შეაჯამებელი ტესტისთვის ემზადებიან
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ხუთშაბათი  დღე განსაკუთრებულად დაიწყეს. თითოეულმა მათგანმა სავარჯიშო ტესტი  სკოლაში,  კომპიუტერების ოთახში დირექტორთან ერთად გაიარა.





ელისო მურადაშვილი, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: 

„დილიდან ბავშვები მოტივირებულები მოვიდნენ.  მახარეს, რომ დღეს სავარჯიშო ტესტის დღეაო, ერთი სული ჰქონდათ ტესტი გაეკეთებინათ, ამიტომ გადავწყვიტე ყველა შემეყვანა კომპიუტერების ოთახში, რათა ერთდროულად შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნა. აღფრთოვანებულები  არიან, კითხვები ძალიან მოეწონათ. მეც კმაყოფილი ვარ, რომ შემიძლია www.izrune.ge-ს მეშვეობით ჩემი სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონეს თვალი ვადევნო.“

ნანო თორთლაძე თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„სკოლაში ტესტების გაკეთება ძალიან გამიხარდა. ბავშვები ერთმანეთს ვეხმარებოდით. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. ელისო მასწავლებელიც კლასში იყო და თუ რომელიმე კითხვას ვერ ვიგებდით მას ვეკითხებოდით. მე ყველაზე მეტად მათემატიკასთან დაკავშირებული კითხვები მომეწონა.“




ბარბარე ნიკოლაძე თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„დირექტორი ჩვენთან ერთად იყო, მათემატიკასაც გვასწავლის და კითხვების გააზრებაშიც გვეხმარებოდა. დღეს ტესტი კარგად გავაკეთე და მოუთმენლად ველოდები „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, რათა თვის შემაჯამებელი ტესტი გავაკეთო. უკვე ბევრი ოქროს დიპლომი მაქვს მოპოვებული  და მინდა, რომ ჩემი წარმატება ყველას გავუზიარო.“

თამარ ამირანაშვილი, ავთანდილ ურიადმყოფელის მშობელი:

„ბავშვი სახლში გახარებული მოვიდა. მითხრა, რომ სავარჯიშო ტესტი სკოლაში გააკეთა. ძალიან მოგვწონს www.izrune.ge-ს ტესტები მოსწავლე დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას იძენს. ყოველთვის მოუთმენლად ველით „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს.“  მოპოვებულ დიპლომებს ბავშვი ფეისბუქის მეშვეობით მეგობრებსაც უზიარებს და უამრავ მილოცვას იღებს. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს,  ასეთი უნიკალური საგანმანათლებლო ვებ-გვერდის შექმნისთვის.“




რას ამბობენ ჩვენზე