izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
13 ნოემბერი, 2018
როგორ მოიქცეს მშობელი თუ ბავშვს ხშირად აცვლევინებს სკოლას?-ფსიქოლოგის რჩევები
სხვადასხვა მიზეზის გამო მშობლებს ხშირად უწევთ ბავშვისთვის სკოლის გამოცვლა. ბევრმა მათგანმა არ იცის თუ რა გავლენას ახდენს ბავშვზე  სასკოლო გარემოს ხშირი ცვლა. კვლევების  თანახმად,  სკოლის ხშირმა  შეცვლამ მოსწავლეზე შესაძლოა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინოს, მოსწავლეები, რომლებიც ხშირად იცვლიან სკოლას, აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: დაბალი აკადემიური მოსწრება, ქცევის პრობლემები, თანაკლასელებთან  კონფლიქტები...

რატი ლურსმანაშვილი მერვე კლასის მოსწავლეა, რომელმაც სკოლა უკვე მესამედ გამოიცვალა. მოსწავლე www.izrune.ge-სთან  საუბრისას ამბობს, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირება რთულია.

„თავიდან ძალიან გამიჭირდა ამდენი სკოლის გამოცვლა. ახლიდან მიწევს თავის დამკვიდრება, მეგობრების გაჩენა, კლასის კურიკურუმთან შეგუება. ახალი მოსწავლე რომ ხარ ყველა შენ გიყურებს და გაკვირდება, რის გამოც გრცხვენია გაკვეთილის მოყოლის ან დავალების წაკითხვის. მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ თავი გამოიჩინო მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, რათა თავის გუნდის წევრად მიგიღონ.“

ამ თემასთან დაკავშირებით www.izrune.ge-ს ფსიქოლოგ ლიკა თუშიშვილს ესაუბრა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ნებისმიერი ცხოვრებისეული სიახლე, რომელიც ჩვეული ყოველდღიურობისაგან განსხვავებულია, ადამიანში  იწვევს შფოთვის შეგრძნებას. მისი თქმით, ეს არის ადეკვატური რეაქცია გარემოში მიმდინარე განსხვავებულ მოვლენებზე. გარკვეული დროის გავლის შემდეგ ბავშვი ადაპტირდება სიახლესთან, რომელიც უკვე ხდება მისთვის  ჩვეული და აღარ იწვევს შფოთვას. თუ მოსწავლეს კარგი ადაპტაციის უნარი აქვს ანუ მარტივად და სწრაფად  ეგუება ახალ გარემოს, მიყვება სასწავლო პროცესს და მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს შეიძლება ამაში დავინახოთ ის პოზიტიური მხარე, რომ მას ბევრი ნაცნობი ეყოლება.

„უნდა აღვნიშნოთ რომ ბავშვის ინდივიდუალური ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ზოგჯერ ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულია და დროში იწელება. ბავშვი მუდმივად გრძნობს შფოთვას. ხშირად ისეთი ძლიერია შფოთვა, რომ მოსწავლე  ვერ ახერხებს სასწავლო პროცესის დროს  კონცენტრირებას,  უჭირს სწავლა, უქვეითდება თვითრწმენა, ეშინია გაკვეთილის მოყოლის. ხშირად საკმაოდ რთულია ახალ პედაგოგებთან და კლასელებთან  შეგუება. ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევები რომ  უარს ამბობს  სკოლაში სიარულზე, შესაძლებელია ბავშვს უმადობა, უძილობა, უხასიათობა და სხვა სიმპტომები განუვითარდეს.           

სკოლის შეცვლის დროს მოსწავლეს უწევს შეგუება რამოდენიმე  ახალ ფაქტორთან ერთდროულად: კლასელებთან, მასწავლებლებთან, შენობასთან და სხვა. ხშირად ბავშვს ეუფლება მარტოობის და უსუსურების შეგრძნება, აქვს შიშები რომ მას არ მიიღებენ,  შფოთავს რომ ვერ გაიჩენს მეგობრებს და მრავალი სხვა უარყოფითი განცდა შეიძება ეუფლებოდეს მას.  სკოლის ხშირი შეცვლის დროს ახალ გარემოსთან შეგუება კიდევ უფრო შეიძლება გართულდეს თუ მოსწავლეს  აქვს ახალ სკოლასთან შეგუების წარუმატებელი გამოცდილება. აგრეთვე სკოლის ხშირი შეცვლა  არ აძლევს მოსწავლეს იმის საშუალებას რომ მან ხანგრძლივი მეგობრობის და ხანგრძლივი ურთიერთობების უნარები გამოიმუშაოს.აცხადებს ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის ხელმძღვანელი ლიკა თუშიშვილი

ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ ახალ სკოლაში გადასვლამდე მოსწავლეს დაათვალიერებინონ შენობა, გააცნონ სასწავლო პროცესს. ამით ბავშვი შედარებით მომზადებული შეხვდება მისთვის  უცხო გარემოს. მშობლებმა უნდა გაუზიარონ თავიანთი მაგალითი შვილებს, რათა მოსწავლე მიხვდეს, რომ სკოლის გამოცვლა ჩვეულებრივი მომენტია  და  ახალ გარემოში ადგილის დამკვიდრებას თავისუფლად შეძლებს.



რას ამბობენ ჩვენზე