izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
09 ნოემბერი, 2018
დაეხმარეთ თქვენს შვილს, რომ გადალახოს საჯარო გამოსვლის შიში
ბავშვების შიშებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლაა. ყველა მშობელს სურს, რომ მის შვილის შეეძლოს საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, პრეზენტაციის ჩატარება და კონფერენციებში მონაწილეობა... 

„ჯგუფური სამუშაოები ბავშვებს საშუალებას აძლევს უკეთ გაუზიარონ მიღებული ინფორმაცია სხვებს, თამამად გამოხატონ საკუთარი პოზიცია და დაამყარონ ძლიერი სოციალური კავშირები.“- მწერალი სტეის მარშალი

იმისათვის, რომ თქვენი შვილი უფრო გახსნილი და გაბედული გახდეს, გთავაზობთ შემდეგი სახის რჩევებს:

ხშირად მიიღოს მონაწილეობა სასკოლო პრეზენტაციებში

კლასელების წინაშე პრეზენტაციის გამართვა თქვენს შვილს დააძლევინებს  საჯარო გამოსვლისა და საკუთარი თავის წარმოჩენის შიშს. შეიძლება  უარი თქვას აუდიტორიის წინაშე გამოსვლაზე იმის გამო, რომ ეშინოდეს დამატებითი კითხვების დასმის. აუხსენით, რომ ყველაფერს კარგად გაართმევს თავს, როდესაც  საკითხი საფუძვლიანად ექნება შესწავლილი.

ასწავლეთ საჯაროდ გამოსვლის ტექნიკა

შეგიძლიათ ასწავლოთ, რომ საჯაროდ გამოსვლისას მნიშვნელოვანია თვალებით  უყუროს აუდიტორიას  და იყოს მაქსიმალურად თავდაჯერებული. ასევე შეგიძლიათ ურჩიოთ, რომ სიტყვით გამოსვლამდე ჰაერი ღრმად ჩაისუნთქოს. შეამციროს სიტყვების სიჩქარე და გაზარდოს ხმის ტონალობა.

პრაქტიკა რეალურ ცხოვრებაში

თქვენს შვილს პატარა პრაქტიკაც კი დაეხმარება, რომ საჯაროდ გამოსვლის შიში დაძლიოს. სახლში ყოფნისას მოიფიქრეთ ისეთი საკითხი, რომელშიც თქვენი შვილი საკუთარი შეხედულებების გამოხატვასა და დაფიქსირებას შეძლებს. მაგალითად, სთხოვეთ მოგიყვეთ როგორი დღე ჰქონდა. ეცადეთ, რომ თავი ყურადღების ცენტრში აგრძნობინოთ. საკუთარი აზრის გამოთქმისას შეაქეთ და უთხარით, რომ აზრი კარგად ჩამოაყალიბა. მოერიდეთ ისეთი სახის კომენტარებს, როგორებიცაა: „აზრი ვერ გავიგე შენი ნათქვამიდან“ „რა ცუდად მეტყველებ“, „ვერაფერი ვერ გავიგე“ და ა.შ 


რას ამბობენ ჩვენზე