izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
18 ოქტომბერი, 2018
რეკომენდაციები ფსიქოლოგისგან - დღის რომელ მონაკვეთში სჯობს შეამოწმოთ საკუთარი ცოდნა?
ბავშვის განათლება ყველა მშობლისთვის უპირველესი და მნიშვნელოვანი საკითხია. ბევრ მშობელს აინტერესებს დღის რომელ მონაკვეთში სჯობს მოსწავლის გონებრივად დატვირთვა, სხვადასხვა სამეცნიერო თუ შემოქმედებით წრეებზე სიარული და ა.შ 

გთავაზობთ ფსიქოლოგების რჩევებს, რომლებიც  ბავშვის სასწავლო გრაფიკის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

ნინო თოფურია ფსიქოლოგი :

„გააჩნია ბავშვი ქრონობიოლოგიის რომელ კონკრეტულ ტიპს განეკუთვნება. სავარაუდოდ შეგიმჩნევიათ, რომ დღის განმავლობაში ყოველ ჩვენგანს ახასიათებს ერთ მონაკვეთში აქტიური, ხოლო მეორე მონაკვეთში პასიური მდგომარეობები. შესაძლოა ცნობილია თქვენთვის, რომ ქრონობიოტიპების მიხედვით, ადამიანი შეიძლება იყოს ტოროლა, მტრედი ან ბუ. ამიტომ გააჩნია ბავშვისთვის დღის რომელი მონაკვეთია უფრო აქტიური გონებრივი დატვირთვისთვის. თუ ბავშვი მიეკუთვნება ტოროლას ტიპს, მისთვის საუკეთესოა დილის მონაკვეთი; ბუს ტიპს გონება საღამოს პერიოდში ეხსნება, ხოლო მტრედისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დღის რომელ მონაკვეთში იმეცადინებს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეცადინეობამ ან ნებისმიერ წრეზე სიარულმა გვიანობამდე არ უნდა გასტანოს, ვინაიდან ეს გამოიწვევს ტვინის გადაღლას, რაც ხელს შეუშლის ბავშვს დროულად დაძინებასა და შესაბამისად დროულად გაღვიძებაში. იმისათვის, რომ დღის განმავლობაში ნასწავლი გონებაში დალაგდეს, სასურველია ბავშვმა კარგად გამოიძინოს. დააკვირდით, ბავშვი დღის რომელ მონაკვეთშია ყველაზე აქტიური, ენერგიული და ამის მიხედვით, შეადგინეთ მისი მეცადინეობის გრაფიკიც.“





სალომე საბიაშვილი ფსიქოთერაპევტი : 

,,www.izrune.ge- ს ვებ-გვერდთთან მიმართებაში მშობლებს ვურჩევ, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტესტები  დღის პირველ ნახევარში გააკეთებინონ, რაგდან ბავშვის გონება  დასვენებულია და უფრო პროდუქტიულად შეძლებს საკუთარი ცოდნის გამოვლენას. რაც შეეხება უფროსკლასელებს, მათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ ტესტების გავლა საკუთარი სურვილისამებრ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ბავშვი ინდივიდუალური შესაძლებლობების მქონეა და ვინაიდან საუბარია კლასგარეშე აქტივობაზე ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი სავარჯიშოების გავლა მათი სურვილის მიხედვით უნდა მოხდეს. მშობელი უნდა დააკვირდეს ბავშვი დღის რომელ მონაკვეთშია უფრო პროდუქტიული, მოტივირებული და ამის მიხედვით გადაწყვიტოს დილით გააკეთებინოს ტესტები, შუადღეს თუ საღამოს.“




ნინო ტაბუცაძე-ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის ფსიქოთერაპევტი:

„კონკრეტულად დღის რომელ მონაკვეთში სჯობს ბავშვისთვის გონებრივი დატვირთვა რთული სათქმელია, რადგან ეს დამოკიდებულია ბავშვზე მის ასაკზე, მის  ბიოლოგიურ რითმზე… მშობელი უნდა დააკვირდეს დღის რომელ მონაკვეთშია ბავშვი უფრო პროდუქტიული და რამდენად მოტივირებულია მისი შვილი ახალი ინფორმაციის მისაღებად.  შეიძლება იმდენად მოტივირებული იყოს , რომ ფიზიკური და გონებრივი დაღლის მიუხედავად სიხარულით დაკავდეს სხვადასხვა აქტივობებით და კარგად აითვისოს ახალი მასალა. თუ ტესტირების დროს ბავშვს კონკრეტული დრო აქვს მიცემული და ეშინია, რომ ვერ მოასწრებს, ემოციურად არის განწყობილი და აფორიაქებულია, ასეთ შემთხვევაში  პედაგოგები და მშობლები მშვიდად უნდა მიუდგნენ და არ უნდა დაატანონ ძალა, რომ მაშინვე გააკეთოს ესა თუ ის დავალება, რადგან ეს კარგი შედეგის მომტანი არ იქნება. მნიშნელოვანია, რომ სწავლის პროცესში მოსწავლე წახახალისდეს.“
ფსიქოლოგთა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ მშობლები და პედაგოგები მოსწავლეს მოთმინებით უნდა მიუდგნენ და მათი უნარებისა და შესაძლებობების შესაბამისად განსაზღვრონ თუ რა დოზით დატვირთონ ისინი სასწავლო პროცესისას.


რას ამბობენ ჩვენზე