საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
11 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მცირეკონტიგენტიანი სკოლა izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრია
ამბროლაურის რაიონის სოფელ ველევის საჯარო სკოლა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მცირეკონტინგენტიან სკოლას წარმოადგენს.  ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე სოფელში სულ შვიდი მოსწავლე სწავლობს. შვიდივე მოსწავლე www.izrune.ge-ს პროგრამაში აქტიურად არის ჩართული. სკოლის დირექტორთან ერთად მოსწავლეები ამბობენ, რომ ვებ-გვერდი მათ დამატებით ცოდნასა და შესაძლებლობებს აძლევს. 


   ეკატერინე ჭიჭინაძე დირექტორი:

„ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობთ და ჩვენ, პედაგოგები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თანამედროვეობას ავუწყოთ ფეხი და ბავშვები  დამატებით აქტივობებში ჩავრთოთ. მოსწავლეებიც  მონდომებულები არიან და ეს სიახლე მშობლებსაც ძალიან მოსწონთ.“




ლუკა არდია მოსწავლე:

„ელექტრონული ტესტები ძალიან მოგვწონს, კარგ შედეგს ვიღებთ. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ შეცდომებს გვიჩვენებს ვებ-გვერდი, ჩვენ  ეს შეცდომები გვამახსოვრდება და უფრო მეტს ვსწავლობთ. მინდა შემაჯამებელი ტესტი კარგად გავაკეთო და ოქროს დიპლომი ავიღო.“




  სალომე ვაშაძე მოსწავლე:

www.izrune.ge- ჩემი ცოდნის შემოწმება ძალიან მომწონს. საინტერესო სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტებია. ჩემი მეგობრებიც არიან ჩართულები და ერთმანეთს  შთაბეჭდილებებს ხშირად ვუზიარებთ.“  
  



 ელენე გოგსაძე მოსწავლე:

„ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ველოდები სავარჯიშო ტესტს,  იმედი მაქვს კარგი შედეგი მექნება. ჯერ დიპლომები არ მაქვს და მინდა ოქროს დიპლომი მოვიპოვო.“



 ლაშა ტოროტაძე მოსწავლე:

www.izrune.ge-ს ვებ-გვერდი ძალიან მომწონს უკვე გავაკეთე ტესტი და კარგი შედეგი მივიღე. ტესტებს მშობლებისგან დამოუკიდებლად ვაკეთებ. სავარჯიშო ტესტებს მოუთმენლად ველოდები, მინდა მაღალი ქულები ავიღო.“

ლუკა გოგსაძე მოსწავლე:

„საინტერესო კითხვები იდება დამატებით გამოცდილებას. ერთი ტესტი მაქვს გაკეთებული და მინდა, რომ ყველა ტესტი გავიარო და დიპლომები დავაგროვო.“



 ანი არდია მოსწავლე:

„ოქტომბრის დასაწყისში დავრეგისტრირდი, წინა ხუთშაბათს გავაკეთე სავარჯიშო ტესტი და 76 ქულა ავიღე. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და ვცდილობ, რომ ოქროს დიპლომი მოვიპოვო.  ჩემ მშობლებსაც ძალიან მოეწონათ ვებ-გვერდი და  მინდა, რომ ბევრი დიპლომი დავაგროვო და  ყველა გავახარო.“

ლიზი გოგსაძე მოსწავლე:

„პირველი სავარჯიშო ტესტი მასწავლებელთან ერთად გავაკეთე და  ყველა კითხვას ვუპასუხე. ვეცდები შემაჯამებელ ტესტში მაღალი ქულა ავიღო.“


 




რას ამბობენ ჩვენზე