საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
09 ოქტომბერი, 2018
რა არ უნდა დაუშალოს მშობელმა ბავშვს?
მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა ფაქიზი და სენსიტიური საკითხია. ყველა მშობელი ოცნებობს, რომ მისი შვილი განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩეოდეს. იმისათვის, რომ ბავშვებმა მომავალში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება და რეალიზება შეძლონ აუცილებელია მშობლებმა  სწორად აღზარდონ. აკრძალვების გარეშე ბავშვის აღზრდა წარმოუდგენელია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც მშობლებმა  შვილებს არ უნდა დაუშალონ.





ბავშვს არასოდეს დაუშალოთ:


გამოთქვას საკუთარი აზრი

 მშობლებისგან ხშირად ისმის ბავშვების მისამართით შემდეგი სახის ფრაზები: : "შენ არ გესმის", "შენზე უკეთ ვიცი რაც უნდა გავაკეთო", "მე ასე გადავწყვიტე და მორჩა". ასეთი დამოკიდებულება  ბავშვს  საკუთარი თავის რწმენას უკარგავს.  უმჯობესია დაელაპარაკოთ ბავშვს როგორც თანატოლს და აუხსნათ, , რომ საჭიროა მოგისმინოთ და შეთანხმდეთ. დაანახეთ, რომ მის აზრს პატივს სცემთ და ითვალისწინებთ. 





ჭამოს დამოუკიდებლად

 დამოუკიდებლად ჭამის აკრძალვით ბავშვებს  განვითარებისკენ სწრაფვას შეუზღუდავთ. ასევე ხელს შეუშლით საკუთარი თავისა და ძალებისადმი რწმენის მოპოვებაში. მიეცით ბავშვს უფლება  ნებისმიერი საქმის კეთებისას დაგეხმაროთ. თქვენი შვილი  ისწავლის  წესრიგსა და ორგანიზებულობას.  დაავალეთ მას მარტივი რაღაცები: წიგნების თაროზე დადება, სათამაშოების დალაგება და ა.შ.




იყოს აქტიური


ზოგჯერ  შემაწუხებელია, როდესაც ბავშვი ხმაურობს, დარბის, ხტუნაობს და ა.შ  სინამდვილეში ის ფიზიკურად ვითარდება და დაგროვილ ენერგიას ხარჯავს. სახლში ყოფნისას ბავშვს  მიეცით ნება იაქტიუროს და საკუთარი ემოცია გამოხატოს.




 უყუროს მულტფილმებს


შეურჩიეთ ისეთი გადაცემები და ანიმაციები, რომლებიც  სასარგებლოა ბავშვის განვითარებისთვის. მასთან ერთად უყურეთ მულტფილმებს და ჰკითხეთ რა მოეწონა და რა არა, ასე შვილს  უფრო მეტად დაუახლოვდებით.







რას ამბობენ ჩვენზე