izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
08 ოქტომბერი, 2018
როგორ მივაჩვიოთ ბავშვები დამოუკიდებლობას?
მშობლების უმეტესობას უნდა, რომ მათი შვილები ბავშვობიდანვე  დამოუკიდებელ ცხოვრებას მიეჩვივნონ. ყველა დედას სურს მისმა შვილმა დამოუკიდებლად  გაიღვიძოს, ჩაიცვას , იმეცადინოს,  მაგრამ ბევრმა არ იცის ამ შედეგს როგორ მიაღწიოს.

 გთავაზობთ 10 მეთოდს, რომელიც გასწავლით თუ როგორ გახადოთ ბავშვები დამოუკიდებლები. 







 როგორ გამოიყენონ გასაბერი საპნის ბუშტები?

ამ პრობლემას ყველა მშობელი აწყდება. ბავშვი აღფრთოვანებულია, როდესაც ცალ ხელში ბუშტების გასაბერი უჭირავს, ხოლო მეორეში წყლით სავსე  კონტეინერი. ხშირ შემთხვევაში  ორივე საგნის ერთად მოხმარებას ვერ ახერხებს და ძირს აქცევს საპნიან სითხეს, ამიტომ დაამაგრეთ კონტეინერი მაგიდის ან სკამის კიდეზე და თქვენი პატარები მთელი დღის განმავლობაში უპრობლემოდ გაერთობიან.





როგორ ჭამოს ნაყინი დამოუკიდებლად?

იმისათვის, რომ ბავშვმა ნაყინის დამოუკიდებლად ჭამა შეძლოს და ტანსაცმელი არ დაისვაროს  გამოიყენეთ - ნამცხვრის შესაფუთი ქაღალდი.




იმისათვის, რომ ბავშვები იყვნენ ორგანიზებულები

ამ მხიარული და ფერადი საათის დახმარებით  ბავშვები გახდებიან  ორგანიზებულები. აარჩიეთ ფერები და თითოეულ ფერს მიანიჭეთ მნიშვნელობა. ბავშვები ამ მეთოდით  მარტივად   მიხვდებიან რომელ საათზე რა გააკეთონ.




 ასწავლეთ სახლში თამაში

მაგალითად, თუ თქვენს პატარას მოსწონს დალაგების პროცესი იატაკზე გააკეთეთ ოთხკუთხედი ფიგურა და ასწავლეთ როგორ მოათავსოს იქ ფერადი სტიკერები.




 

ასწავლეთ გასაღების გარჩევა

მოხატეთ გასაღებები სხვადასხვა ფერებით. ბავშვი მარტივად შეძლებს გაარჩიოს რომელი გასაღები რომელ კარს ეკუთვნის.




  ასწავლეთ ფეხსაცმელების გარჩევა

ბავშვებს ხშირად უჭირთ ფეხსაცმელების ერთმანეთისგან გარჩევა.  გაჭერით სტიკერი შუა ნაწილში და დააწებეთ ფეხსაცმელების შიგთავსში ისე, რომ მათი შეერთებით სტიკერი გამთელდეს. ასე ბავშვი ისწავლის ფეხსაცმელების დამოუკიდებლად ჩაცმას.



 
როგორ დაიკავოს კალამი სწორად?

თუ გსურთ ბავშვმა ისწავლოს კალმის  სწორად დაჭერა უთხარით, რომ კალამი მოათავსოს მეოთხე და მეხუთე თითებს შორის. 


 
ასწავლეთ როგორ გაისუფთაოს კბილები ორ წუთში 

შეარჩიეთ თქვენი ბავშვის საყვარელი მუსიკა. 2-3 წუთიანი მელოდია  ჩართეთ ზუსტად იმ დროს ,როდესაც  კბილების გასუფთავებას გადაწყვეტს. 



იმისთვის, რომ დაკარგული  ბავშვის პოვნა გაგიადვილდეთ 

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წაყვანის დროს თუ გსურთ, რომ ბავშვი  არ დაიკარგოს, დააწერეთ  მაჯაზე თქვენი ტელეფონის ნომერი.



 

რითი დავაკავოთ ბავშვი, სანამ მშობელი  სავაჭრო ჩანთებს ალაგებს საბარგულში?

მიაკარით თქვენს მანქანაზე ფერადი სტიკერი და უთხარით, რომ ის ტრანსფორმერის რობოტია, 
რომელმაც ბატარეა უნდა შეავსოს. 



იცით, რომ ეს მეთოდები თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს?




რას ამბობენ ჩვენზე