საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
08 ოქტომბერი, 2018
გაინტერესებთ ვინ არის მოსწავლე, რომელიც izrune.ge-ს პროგრამაში პირველი ჩაერთო?
 საქართველოს მასშტაბით ანი სუბელიანი პირველია რეგისტრირებულ მოსწავლეებს შორის, რომელიც www.izrune.ge-ს პროგრამაში ჩაერთო. ანი დმანისის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ის www.izrune.ge-ზე  დღემდე აქტიურად გადის ტესტებს. ერთი წლის  განმავლობაში მეათე კლასის მოსწავლემ   არა ერთი სავარჯიშო თუ  შემაჯამებელი ტესტი გაიარა და   უამრავი ოქროს დიპლომის მოპოვებაც შეძლო. www.izrune.ge-ს დიდ ოჯახთან   მეგობრობის ისტორიასა და გამოცდილებას ანი მშობელთან ერთად გვიყვება :




 ანი სუბელიანი  მოსწავლე

ჩემთვის მოულოდნელი და საამაყო  ფაქტია პირველი რომ დავრეგისტრირდი საგანმანათლებლო  ვებ-გვერდზე. თავდაპირველად www.izrune.ge-ს შექმნის შესახებ ეტალონის facebook  გვერდიდან გავიგე, მაშინვე დავინტერესდი და  აზარტულად ჩავერთე პროგრამაში. 2016-17 წლებში ეტალონი მოსწავლე ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი წარმატებები ეტალონიდან დაიწყო და დღემდე ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის რჩევებს ვითვალისწინებ. www.izrune.ge-ს ტესტები  ძალიან საინტერესო ფორმით არის შექმნილი, განვლილ მასალასაც ვიმეორებ და სკოლაში მიღებულ ცოდნასაც ვამოწმებ. ვცდილობ დავიმახსოვრო ყველაფერი, რამე თუ მეშლება ვინიშნავ, ვმეცადინეობ, რომ მეორედ აღარ დავუშვა იგივე შეცდომა. როდესაც დაბალ შეფასებას ვიღებ  უფრო მეტს ვმეცადინეობ, რომ შემაჯამებელ ტესტებში მაღალი ქულა მივიღო. მთელი შემართებით ვარ ტესტებზე კონცენტრირებული და ეს ყველაფერი უდიდეს გამოცდილებას მაძლევს. ვაპირებ  ბოლომდე გავყვე ამ საიტს. ჩემი  მიზანია  ბევრი ოქროს დიპლომის დაგროვება.“



თეა ურუმაშვილი მშობელი :

 „მე მივესალმები www.izrune.ge-ს პროგრამას, ბავშვი ამოწმებს საკუთარ ცდონას, თუ რამეს ვერ პასუხობს ინიშნავს და დამატებით მეცადინეობს. მერვე კლასში  ეტალონი მოსწავლე გახდა, ძალიან მაღალი ქულით გაიმარჯვა, ერთი წელია, რაც აქტიურად აკეთებს სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. ბავშვი მობილიზებულია და საკუთარ თავზე მუშაობს, მთელი ოჯახი ჩართული ვართ ამ პროცესში და ბავშვის სასწავლო პროცესს თვალყურს ვადევენბთ.“


რას ამბობენ ჩვენზე